Turbo HD კამერები არის HD-TVI ტექნოლოგიის მქონე (high definition transport video interface) CCTV უსაფრთხოების კამერების ახალი სერია, რომელიც Hikvision-მა გამოუშვა. Turbo HD კამერა არის ძალიან დიდი ნახტომი ანალოგური ტექნოლოგიიის სფეროში – მას შეუძლია ჩაწეროს HD 1080p რეზოლუციის გამოსახულება კოაქსიალური კაბელის მეშვეობით! წარმოგიდგენთ იმ უპირატესობებს რაც Turbo HD კამერებს გააჩნიათ:

 

Turbo HD კამერა – უპირატესობები:

ერთერთი ყველაზე დიდი უპირატესობა რაც Turbo HD კამერებს გააჩნიათ არის დაბალი ფასი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის. მათ, ვისაც ახალი უსაფრთხოების სისტემის დამონტაჯება გსურთ ან უბრალოდ არსებულის განახლება გინდათ. ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც უკვე გაყვანილი აქვთ კაბელები და არ უნდათ, რომ დამატებითი ინვესტიცია ჩადონ IP კამერების დამონტაჟებაში, Turbo HD გთვაზობთ ფანტასტიურ საშუალებას არსებული ინფრასტრუქტურის უტილიზაციისთვის სრულიად თანამედროვე HD სისტემით.

ახალ მომხმარებლებს, Turbo HD გთავაზობთ უნიკალურ ვარიანტებს ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებსაც შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესის ან საკუთარი სახლის მფლობელებს შეგიძლიათ შეიძინოთ full HD, მრავალ-კამერიანი სისტემა ისეთ ფასად, რომელიც აქამდე წარმოუდგენელიც კი იყო. ასე, რომ Hikvision-ის საშუალებით უსაფრთხოების პროდუქცია გაცილებით ფართო სამომხმარებლო სექტორისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

 

სიმარტივე

Turbo HD-ის გამოყენების სიმარტივე არის მიზეზი, რატომაც მომხმარებლები მასზე აკეთებენ არჩევანს. TurboHD კამერები იყენებენ კოაქსიალურ კაბელს, რაც რეალურად გვაძლევს შესაძლებლობას უბრალოდ შევაერთოთ DVR ჩამწერში და შევაერთოთ დენის წყაროში. Turbo HD მიყვება HD-TVI ღია სტანდარტს, რაც ნიშნავს ეს კამერები თავსებადია სხვა HD-TVI ტექნოლოგიის მოწყობილობებთან, ისევე როგორც ტრადიციულ SD ანალოგურ კამერებთან.

ამ კამერების სიმარტივე ასევე არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისინი ასე იაფი ღირს. IP კამერების სისტემაში, სურათის პროცესირებისთვის დიდი მოცულობის კომპიუტერული სიმძლავრე იხარჯება, რათა სურათი შეინახოს თავად კამერაში. HD-TVI სისტემაში კი სურათის პროცესირება DVR-ში ხდება, თავად კამერები ხელმისაწვდომი ხდება გაცილებით დაბალ ფასად.

 

მრავალმხრივობა

Hikvision-ის Tribrid DVR ჩამწერები საშუალებას გაძლევთ, რომ გამოიყენოთ HD-TVI, უკვე არსებული ანალოგური და IP კამერები ერთიდაიმავე სისტემაში. თქვენ შეძლებთ ზუსტად მოარგოთ თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება საჭიროებებს და გაცილებით გაიმარტივოთ ანალოგური სისტემებიდან ციფრულზე გადასხვლის პროცესი. Turbo HD კამერებს შეუძლიათ გამოიყენონ უკვე არსებული კოაქსიალური ქსელი და გაგიხანგრძლივოთ წინა ინვესტიციის ღირებულება.

 



 

დასკვნა:

Turbo HD კამერები გთავაზობთ პირდაპირ, სანდო და ფანტასტიურად იაფ გადაწყვეტილებას მრავალი სამეთვალყურეო საჭიროებისთვის. HiWatch-ის ეს შესანიშნავი პროდუქციის ხაზი უსაფრთხოების სისტემებს მასობრივად ხელმისაწვდომს ხდის, რომელიც გვთავაზობს 1080p არაკომპრესირებულ ვიდეოს კოაქსიალური კაბელის გამოყენებით, რომელიც შესაძლოა 500 მეტრამდე მანძილზე განთავსდეს.

 

ჩვენ გთავაზობთ HiWatch-ის Turbo HD კამერების სრულ ხაზს, საუკეთესო CCTV მყარ დისკებთან და სხვა აქსესუარებთანერთად.

(0)

EZVIZ C2C WiFi ძიძა კამერა არის Cloud კამერა, რაც ნიშნავს, რომ ის შეგიძლიათ მართოთ ნებისმიერი ლოკაციიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. ეს არის მცირე ზომის და წონის (120 გრამი) მქონე მოწყობილობა.EZVIZ C2C WiFi ძიძა კამერა - hiwatchge

C2C აღჭურვიილია ¼ სენსორით და 1 მეგაპიქსელი რეზოლუციით, რომელიც საშულებს იძლევა მოგვცეს გამოსახულება 1280 x 720 პიქსელი რეზოლუციით. ამ კამერას ასევე აქვს WDR (Wide Dynamic Range) ციფრული მხარდაჭერა.

ეს კამერა EZVIZ-ის მიერ აღჭურვილია ინფრა-წითელით, რაც სუშალებას აძლევს კამერას, რომ სიბნელეშიც გადაიღოს. ასევე ამ კამერის ინფრა-წითელს შეუძლია 5 მეტრის მანძილზე გამოსახულების ჩვენება. EZVIZ ასევე გვთავაზობს ავტომატურად გადართვის საშუალებას, რაც საშუალებას აძლევს ინფრა-წითელს რომ სინათლის ნაკლებობითთ შემთხვევაში თავისით გადავიდეს ინფრა-წითელ რეჟიმზე და ა.შ.

იმისათვის რომ ინტერნეტს დაუკავშირდეს, C2C-ს ჭირდება Wifi მხარდაჭერა. EZVIZ გვთავაზობს 2.4 გეგაჰერც WiFi მხარდაჭერას, 802.11 b / g / n სტანდარით C2C-სთვის.

EZVIZ C2C-ს არ აქვს შიდა მეხსიერება, თუმცა EZVIZ უზრუნველყოფს ერთ Micro SD ჩასდებ ადგილს, რათა შესაძლებელი იქნას დამატებითი მეხსიერების ინსტალაცია. C2C კონკრეტული მოდელი Micro SD 128 GB-მდე მეხსიერების გამოყენების საშუალებას იძლევა.

 

რა ნაწილები მოყვება კამერას:

EZVIZ C2C-ის მოყვება დამატებითი ნაწილები, რომლებიც გაგიმარტივებთ მის გამოყენებას:

  • კვების ბლოკი.
  • კაბელი (USB to Micro USB).
  • Foam Sticker (იმისავის რომ დაამაგროთ კამერა ჰორიზონტალურ ზედაპირზე, მაგალითად მაგიდაზე).
  • რკინის თეფში (მაგნიტის მეშვეობით შეგიძლიათ დაამაგროთ კამერა ვერტიკალურ ზედაპირზე).
  • დამონტაჟებისა და გამოყენების ინსტრუქცია.

ის ნაწილები, რომლებიც მოყვება C2C არის სრულიად საკმარისი მისი გამართულად მუშაობისთვის. ერთადერთი რაც მოწყობილობას აკლია არის ბოლტები და ჭანჭიკები, რათა რკინის თეფშის დამაგრება შესაძლებელი იყოს კედელზე, თუმცა საბედნიეროდ ამ მოწყობილობაზე ნებისმიერი სახის ჭანჭიკი თუ ბოლტი ერგება და მათი ძებნა რთული არ უნდა იყოს

 

EZVIZ C2C WiFi ძიძა კამერის გამოყენება:

გამოყენების გამარტივება არის მთავარი მიზანი, რომლის მიღწევასაც EZVIZ ცდილობს, როდესაც იგი გვთავაზობთ Cloud კამერების სერიას.

  1. პირველი ნაბიჯი კამერის გამოყენებაში არის მისი სასურველ ადგილას მოთავსება, ხოლო შემდეგ მისი კვების ბლოკთან შეერთება. C2C კამერა იღებს ენერგიას Micro USB შემაერთებლიდან, რაც საშუალებას აძლებს მომხმარებელს, რომ კვების ბლოკად აქციოს ნებისმიერი მოწყობილობა რომელსაც USB მხარდაჭერა აქვს.
  2. მას შემდეგ, რაც კამერა უკვე სასურველ ადგილასა არის განთავსებული და შეერთებულია კვების ბლოკთან, მომხმარებელმა უნდა ჩამოტვირთოს EZVIZ-ის აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS ოპერაციულ სისტემაზე. დააკავშიროს მოწყობილობა კამერასთან, მის ქვეშ მოთავსებული QR კოდის სკანირების მეშვეობით.
  3. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურის დასრულების შემდგომ, მომხმარებელი აკავშირებს კამერას ინტერნეტთან Wifi-ს მეშვეობით და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია კამერის სრულფასოვნად გამოყენება.

ქვემოთ ფანჯარაში შეგიძლიათ იხილოთ C2C კამერის გამოყენების ვიდეო ინსტრუქცია:

 



გაითვალისწინეთ, რომ კამერა სასურველია მოათავსოთ ისეთ ადგილას, სადაც WiFi სიგნალი მაქსიმალურად ეფექტურად მიეწოდება.

მონოტორინგის სრული სისტემის ფუნქციასთან დაკავშირება შეიძლება EZVIZ-ის აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებელს საშუალება აქვს კამერის საშუალებით პირდაპირ ეთერში თვალყური ადევნოს მოვლენებს

C2C აღჭურვილია მიკროფონითა და სპიკერით, რაც უზრუნველყოფს ორმხრივ კომუნიკაციას.

 

დასკვნა:

EZVIZ C2C კამერის ფასი არის 146 ლარი, რაც საკმაოდ კონკურენტული ფასია მსგავსი ფუნქციების მქონე Cloud კამერისთვის. C2C კამერა მოსახერხებელია ნებისმიერი ოთახის სათვალთვალოდ, EZVIZ-ის აპლიკაცია კი გაცილებით ამარტივებს ამ კამერის ფუნქციონალის მაქსიმალურად გამოყენებას.

HiWatch.ge – HiWatch-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში

(0)