კვების ბლოკი 12V-3.0A განკუთვნილი სპეციალურად კამერებისთვის 24/7

კვების ბლოკი 12V-3.0A განკუთვნილი სპეციალურად კამერებისთვის 24/7
ვიდეო დომოფონი არის ინტერქომის სისტემის მოწყობილობა, რომელიც მოთავსებულია შენობის შესასვლელთან და მისი მეშვეობით შესაძლებელია შენობაში მყოფ პირებთან დაკავშირება (ხშირ შემთხვევაში შენობაში შესვლის ნებართვის ასაღებად).
ვიდეო დომოფონის მთავარი ფუნქციაა გარეთ მყოფი პიროვნების იდენტიფიცირება და სურვილისამებრ დიალოგის წამოწყებაც, რის შემდეგაც გარეთ მყოფ პიროვნებას მიეცემა ან არ მიეცემა შენობაში შესვლის უფლება.
ვიდეო დომოფონი შედგება გარე და შიდა გამოყენების ელემენტებისგან: გარე პანელი, რომელიც შენობის შესასვლელთან თავსდება, ელექტრონული საკეტის გამხსნელი და შიდა მონიტორი.
ვიდეო დომოფონის გარე პანელში დამონტაჟებული კამერა ავტომატურად იწყებს გადაღებას და გამოსახულება ჩნდება შენობაში მდებარე მონიტორზე, როცა სტუმარი აწვება გარე პანელის ღილაკს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფუნქცია ვიდეო დომოფონებში. ამასთან შენობაში მყოფ ადამიანს დისტანციურად, ერთი ღილაკის დაჭერით შეუძლია კარის გაღება ან გარეთ მდგომ პიროვნებასთან საუბრის დაწყება.
ხშირად ვიდეო დომოფონის სისტემაში ინტეგრირებულია დამატებითი დაშვების მოწყობილობები, რომელთა საშუალებით გარეთ მყოფ პირი ავტომატურად იღებს პერიმეტრზე შესვლის უფლებას. მსგავსი გადაწყვეტილებების ყველაზე გავრცელებული სახეებია დაშვების ბარათები, თითის ანაბეჭდი და პაროლები.
საკმაოდ ბევრი მოწყობილობა არსებობს იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს გაუადვილოს ცხოვრება. სწორედ ამიტომ ხშირ შემთხვევაში გარე პანელებს აქვთ ხმის ამომცნობი ფუნქციებიც, რომლებიც ავტომატურად აღებენ კარს. სმენადაქვეითეული ადამიანებისთვის გარე პანელს აქვს დიდი ეკრანი, რომელზეც გამოსახულია წარწერები კომუნიკაციის შემთხვევაში.
ვიდეო დომოფონი საკმაოდ კომფორტული და სასურველი მოწყობილობაა შეზღუდული დაშვების სისტემისთვის. დომოფონის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ პიროვნების იდენტიფიკაცია, კომუნიკაცია და ამასთან დისტანციურად მისი ტერიტორიაზე შეშვება.
ნახეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული Hikvision-ის ვიდეო დომოფონი ამ ბმულზე.