სპორტული კამერა EZVIZ S1C – მიმოხილვა

ცხოვრებაში საუკეთესო მომენტების დასაფიქსირებლად საჭიროა კამერა, რომლითაც გადაიღებთ ვიდეოს ან ფოტოს ნებისმიერ პორობებში. ქარიშხალში, წვიმაში, წყალ ქვეშ, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, ოკეანესა თუ უბრალოდ ქალაქის ქუჩებში ლონგბორდით მოძრაობისას თქვენ გჭირდებათ თანამგზავრი, რომელიც დააფიქსირებს თითოეულ ექსტრემალურ მომენტს, რათა შემდგომ თქვენი თავგადასავლები მარტივად გაუზიაროთ სხვებს. სპორტული კამერა EZVIZ S1C სწორედ მსგავსი მომენტებისთვის შეიქმნა.

 

სამომხმარებლო ბრენდი “იზივიზი” (EZVIZ)

სამომხმარებლო ბრენდი “იზივიზი” (EZVIZ) შეიქმნა Hikvision-ის, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების წარმოებაში მსოფლიო ლიდერის მიერ. EZVIZ-ის ბრენდი ფოკუსირებულია სახლის უსაფრთხოების “ჭკვიან” ელექტრო-მოწყობილობებზე, როგორიცაა: WiFi სამეთვალყურეო კამერები, საგანგაშო სისტემები, გარემოს სენსორები და მათ შორის სპორტულ კამერებიც. EZVIZ-ის სპორტული კამერა საკმაოდ ოპტიმალურ ალტერნატივას გვთავაზობს მსგავსი კამერების ბაზარზე. სპორტული კამერა EZVIZ S1C GoPro-ს ერთ-ერთ კონკურენტად ითვლება შესაბამის კლასში.

სპორტული კამერა EZVIZ S1C-ის ერთ-ერთი უპირატესობა GoPro-ს იგივე კლასის კამერასთან შედარებით არის თითქმის 2-ჯერ დაბალი ფასი. EZVIZ კამერა იწერს Full HD (1080p) ვიდეოს 30 კადრით წამში (30 fps). ამასთან აქვს 8 მეგაპიქსელიანი ფოტოების მხარდაჭერა, უზრუნველყოფს Burst Mode-ში 15 ფოტო/წამში გადაღებას და Time Lapse ფუნქციას რეგულირებადი ინტერვალებით. S1C აღჭურვილია 2 ინჩიანი დიაგონალის სენსორული ეკრანით და ასფერიული ლინზით.

იზივიზის კამერის ბატარეის ხანგრძლივობა – 2 საათია. კამერაში იდება Micro SD მეხსიერების ბარათი მაქსიმალური 128GB მოცულობით. იზივიზ S1C კამერის მართვა შეგიძლიათ EZVIZ SPORTS აპლიკაციით, რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ iOS და Android პლატფორმებზე.

სპორტული კამერები

დიზაინი და აქსესუარები – სპორტული კამერა EZVIZ S1C

სპორტული კამერა EZVIZ S1C მოთავსებულია საკმაოდ კარგი დიზაინის მქონე ყუთში. შესამჩნევია კამერის ირგვლივ შემოკრული სილიკონისებრი დამცავი. მსგავსი დიზაინი კამერას იცავს ტრანსპორტირების დროს დაზიანებებისგან. კამერის ზომებია 58x45x22 მმ. S1C კამერა ხელმისაწვდომია 4 ფერში: ყვითელი, ცისფერი, ფორთოხლისფერი და ნაცრისფერი.

სპორტული კამერა EZVIZ

  • წყალგაუმტარი ქეისი
  • ბატარეა
  • 3M-ის მრუდი ზედაპირის წებოვანი საჭიდი
  • 3M-ის სწორი ზედაპირის წებოვანი საჭიდი
  • ჭანჭიკის სახელური
  • ბრუნვადი ღერძის ასაწყობი
  • კავის ფორმის ბალთა
  • USB კაბელი
  • ლინზის სახურავი კამერისთვის
  • ლინზის სახურავი წყალგაუმტარი ქეისისთვის

სპორტული კამერა EZVIZ

წყალგაუმტარი ჩარჩო GoPro-ს ტიპის ჩამკეტით არის აღჭურვილი. მისი დამაგრება შეიძლება GoPro-ს ნებისმიერი სახის აქსესუარზე, შესაბამისად კამერის აქსესუარების პოვნა / შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან მოწოდებული ჩარჩოს გამოყენებისას კამერა წყალგამძლეა 40 მეტრის სიღრმეზე.

 

დასკვნა – სპორტული კამერა EZVIZ S1C

EZVIZ S1C სპორტული კამერა არის მაღალი ხარისხის მოწყობილობა, რომელიც კონკურენტულ ფასად გთავაზობთ GoPro-ს სპორტული კამერის ღირსეულ ალტერნატივას. ამ პროდუქტის დიზაინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად შეარჩიოს სასურველი ფერი. გაიჯანსაღეთ ცხოვრება სპორტული აქტივობებით და დააფიქსირეთ საუკეთესო მომენტები იზივიზის სპორტულ კამერასთან ერთად.

 

ნახეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული EZVIZ-ის სათვალთვალო კამერები ბმულზე.

Views: (48)